სოფიო ქაცარავა შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დავით ჯალაღანიას შეხვდა. როგორც „კვირას“ საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე, დიპლომატიური მისიის ახალ დღის წესრიგზე, შვეიცარიასთან პოლიტიკურ და ეკონომიკურ ურთიერთობებზე, საერთო ინტერესებსა და მიზნებზე ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების საკითხებში ჟენევის მოლაპარაკების ფორმატის გააქტიურებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

სოფიო ქაცარავამ ყურადღება გაამახვილა შვეიცარია-საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებასა და მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობაზე, ასევე, მეგობრობის ჯგუფების როლზე და ფუნქციაზე.

„შეხვედრები ელჩებთან პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციის ფარგლებში იმართება. ამ ფორმატის საშუალებით, ჩვენ ვიღებთ უფრო მეტად კოორდინირებულ, კონტროლირებად და თანმიმდევრულ საგარეო პოლიტიკას. მჭიდრო კომუნიკაციის ხარჯზე, გვაქვს შესაძლებლობა, რომ შედეგზე ორიენტირებული კურსი ვიქონიოთ და უფრო მეტად პრაქტიკული ინსტრუმენტები გამოვიყენოთ”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

შეხვედრაში, სოფიო ქაცარავასთან ერთად, შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ეკა ბესელია და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეები ნინო გოგუაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები