გიორგი კვირიკაშვილი სომხური ეკლესიის მრევლს შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სომეხ მოქალაქეებს შობისა და ნათლისღების დღესასწაულს ულოცავს და კეთილდღეობას უსურვებს.
„შობისა და ნათლისღების დღესასწაულებს ვულოცავ სომხური ეკლესიის მრევლს – ჩვენს სომეხ მოქალაქეებს. ჩვენ ერთად ვქმნით დემოკრატიულ, განვითარებულ და წარმატებულ სახელმწიფოს, სადაც ადამიანებს ექნებათ ყველა საშუალება თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებისთვის. ჩვენი სომეხი მოქალაქეების წვლილი ამ საქმეში უაღრესად მნიშვნელოვანია. ვუსურვებ მათ მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის მილოცვის ტექსტში, რომელსაც პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები