აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილედ ცოტნე ანანიძე დაინიშნა
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილედ ცოტნე ანანიძე დაინიშნა. ის აჭარის ტელევიზიაში საავტორო გადაცემის “სამართალი ხალხისთვის” ავტორი და წამყვანია. ანანიძე ტელეარხს მაუწყებლობის დარგში უხელმძღვანელებს. ყოფილი პოლიტპატიმარის განცხადებით, პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, პოლიტიკურ პროცესებს გაემიჯნა.
„აჭარის ტელევიზიას დღეს მაყურებელი ენდებოდა. ეს არის უკვე საზოგადოების ინტერესებზე ორიენტირებული მედიასაშუალება. ჩემი მთავარი ფუნქცია იქნება, ხელი შევუწყო ამ კურსის სტაბილიზაციას და იმ ტრადიციების უფრო მეტად გაღრმავებას, რისთვისაც სწორედ საზოგადოებრივი სახსრებიდან არსებობს ეს ტელევიზია“,- განაცხადა ცოტნე ანანიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოადგილე ცოტნე ანანიძე პროფესიით იურისტი, სისხლის სამართლის მაგისტრია. დირექტორის პირველი მოადგილის თანამდებობა თითქმის 2 წლის განმავლობაში ვაკანტური იყო. დირექტორს ტექნიკის დარგში კიდევ ერთი მოადგილე ჰყავს.