„ლონდონის ვესტმინსტერის სასაფლაოზე სამი ქართველი განისვენებს“ – გიორგი კალანდია

ისტორიკოსი გიორგი კალანდია სოციალურ ქსელში ლონდონის ვესტმისტერის სასაფლაოზე სამი ქართველის საფლავების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
„სად წაიყვან სადაურსა“?! ლონდონში ვესტმინსტერის სასაფლაოზე სამი ქართველი განისვენებს, დღეს დილას მათი საფლავები ვნახე და გადავიღე კიდეც. ესენი ყოფილან: პოლონეთის არმიის პოლკოვნიკი „პრინცი“ ალექსანდრე ბაგრატიონი, თავადის ქალები – ბარბარე და მარიამ ბაგრატიონები. ჩემთვის ეს ამბავი უცნობი იყო და ვერც ამ საფლავებს მივაგნებდი, რომ არა ბრიტანეთის ბიბლიოთეკის ქართული კოლექციების ხელმძღვანელი ანა-ხათუნა ჭელიძე, ქართველობას ნამდვილი საგანძური გვყავს ლონდონში ამ ადამიანის სახით.
რაც შეეხება ბაგრატიონთა განსასვენებელს ვესტმინსტერში  – ეს თემა მომავალი სამეცნიერო კვლევა-ძიების საკითხია. განსასვენებელს კი მოვლაც ესაჭიროება, ღმერთმა აცხონოს უცხო მიწაზე გარდაცვლილი ჩვენი თანამემამულეები“, – წერს გიორგი კალანდია და იქვე აქვეყნებს ახალ ინფორმაციას ალექსანდრე ბაგრატიონის შესახებ:
ლონდონში გარდაცვლილი და ვესტმინტერის (დღეს უკვე ბრომტონის) სასაფლაოზე დაკრძალული ალექსანდრე ბაგრატიონის ფოტო და მისი უკანასკნელი განსასვენებელი. ამ ადამიანის შესახებ უფრო მეტი შეგიძლიათ იხილოთ საინტერესო კრებულში: ყოლბაია დავით. რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ: ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939.

ალექსანდრე ბაგრატიონი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები