გერმანია უკრაინას 500-მილიონიან სამხედრო დახმარებას გაუგზავნის
გერმანიამ გამოაცხადა, რომ NATO-ს ახალი მექანიზმის, “უკრაინისთვის პრიორიტეტულ საჭიროებათა სიის (PURL)” ინიციატივის ფარგლებში, კიევს $500 მილიონის ღირებულების სამხედრო დახმარებას გაუგზავნის.
გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დახმარების პაკეტი უახლოეს კვირებში ეტაპობრივად გაიგზავნება და მიზნად ისახავს უკრაინის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას რუსეთის აგრესიის პირობებში.
აგვისტოს დასაწყისში, NATO-მ უკრაინისთვის დიდი ოდენობის იარაღის პაკეტების რეგულარულად მიწოდების კოორდინაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც ნიდერლანდებმა განაცხადა, რომ კიევს 500 მილიონი ევროს ღირებულების საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობას, საბრძოლო მასალებსა და სხვა სახის სამხედრო დახმარებას გაუგზავნიდა.
ბერლინმა 2022 წლიდან უკრაინას უკვე რამდენიმე მილიარდი ევროს ღირებულების იარაღი და აღჭურვილობა გადასცა, მათ შორის „პატრიოტის“ და „ირის-ტი“ ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემები.
უკრაინის ხელისუფლება გერმანიის გადაწყვეტილებას „კრიტიკულად მნიშვნელოვან მხარდაჭერად“ აფასებს და აცხადებს, რომ დამატებითი იარაღი ფრონტის ხაზზე პოზიციების გამყარებას შეუწყობს ხელს.