საქველმოქმედო ორგანიზაციები: ისრაელმა ღაზაში დახმარების ბარიერები უნდა გააუქმოს

100-ზე მეტმა ორგანიზაციამ ხელი მოაწერა ერთობლივ წერილს, რომლითაც ისრაელს მოუწოდებენ, ღაზაში დახმარების „იარაღად გამოყენება“ შეწყვიტოს.

საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ისრაელის მიერ ახლახან შემოღებული წესები მნიშვნელოვნად აფერხებს ღაზაში კრიტიკულად საჭირო ჰუმანიტარული დახმარების შეტანას.

მათი თქმით, ახალი ადმინისტრაციული და უსაფრთხოების პროცედურები ამცირებს საჭირო საქონლის რაოდენობას, რომელიც სექტორში შედის, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას, განსაკუთრებით მედიკამენტებისა და საკვების მიწოდების კუთხით.

„დახმარების ჯგუფების უუნარობის გამო, საავადმყოფოები ძირითადი მარაგების გარეშე დარჩა, ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ხანდაზმულები კი შიმშილითა და დაავადებებით იღუპებიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ ზომები უსაფრთხოების მოსაზრებითაა მიღებული, რათა თავიდან აიცილონ ღაზაში იარაღისა და ომისთვის გამოსადეგი მასალების შეღწევა. ასევე, მათი თქმით, სისტემა აუცილებელია “ჰამასის” მიერ დახმარების მოპარვის შესაჩერებლად.

დახმარების საკითხებზე პასუხისმგებელი ისრაელის სამხედრო ორგანო „კოგატი“ აცხადებს, რომ ღაზაში დახმარებას რეგისტრაციის პროცესი თითქმის ოცმა ორგანიზაციამ დაასრულა, ყოველდღიურად კი დაახლოებით 300 სატვირთო მანქანა შედის.

გაერო-ს მონაცემებით კი, ღაზაში დღეში 600 სატვირთო მარაგის მიწოდებაა საჭირო.

გაერო და საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები ისრაელს მოუწოდებენ, გადახედოს შეზღუდვებს, რათა მოსახლეობას დროულად მიეწოდოს აუცილებელი დახმარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები