“ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო არის მაღალი განვითარების ქვეყანა” – ირაკლი ქადაგიშვილი
“ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო არის მაღალი განვითარების ქვეყანა, ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ კონკრეტული შედეგები კიდევ უფრო თვალში საცემი იყოს და წინ ვიყოთ რეიტინგებში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ქვეყანა ინარჩუნებს სიმშვიდეს, ადამიანის უფლებები დაცულია, კრიმინოგენური მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება, ხორციელდება მრავალი სოციალური პროგრამა ჯანდაცვის, განათლების მიმართულებით, ვითარდება ეკონომიკა.
“ადამიანების ცხოვრება და ქვეყნის ეკონომიკური ვითარება წინ მიდის. ამას ნიშნავს სწორედ ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები. ამას ნიშნავს კორუფციის ნაკლებობის ხარისხი, გამჭვირვალობის დონის ხარისხით საქართველოს ლიდერობა მთელ მსოფლიოში. აქედან გამომდინარე, ეს არის კონკრეტული შედეგები, მაგრამ ჩვენი ამბიციური მიზანია, რომ ეს კონკრეტული შედეგები კიდევ უფრო თვალში საცემი იყოს და კიდევ უფრო წინ ვიყოთ ამ რეიტინგებში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.