კულტურის მინისტრის მოადგილეები გიორგი მირცხულავა და ბექა დავითულიანი, ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმის დირექტორ მირენ არზალუზისა და კურატორ ლუჩია აგირეს შეხვდნენ

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილეები გიორგი მირცხულავა და ბექა დავითულიანი, ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმის დირექტორ მირენ არზალუზისა და კურატორ ლუჩია აგირეს შეხვდნენ. უწყების პრესსამსახურის ცნობით, კულტურის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დეპარტამენტის უფროსი სალომე ჯამბურია და ბილბაოს გუგენჰაიმის მუზეუმის დირექტორის წარმომადგენელი საქართველოში ირაკლი ფურცხვანიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები