აჭარის საგანგებო სამსახურმა მაშველების შერჩევა დაიწყო

   აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურმა მაშველების შერჩევა დაიწყო. ბულვარის სანაპიროზე ცურვისა და ფიზიკური მომზადების კონკურსი მიმდინარეობს. კონკურსში 200-მდე ადამიანი მონაწილეობს, მონაწილეებმა 100-მეტრიანი მანძილი მაქსიმუმ სამ წუთში უნდა დაფარონ. 120 თანამშრომლის შერჩევას და გადამზადებას საზღვაო სეზონის გახსნამდე სამაშველო სამსახური გეგმავს.
კონკურსის შედეგად შერჩეული 120 მაშველი სექტემბრის ბოლომდე იმუშავებს. როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განაცხადა, ფიზიკური მონაცემებით შერჩევის შემდეგ კონკურსანტები სამედიცინო დახმარების კურსებს და გასაუბრებას გაივლიან.
“ცურვისა და ფიზიკური მომზადების ეტაპის გადალახვის შემდეგ კონკურსანტები სამედიცინო ინსტრუქტორებთან პირველადი დახმარების კურსებს გაივლიან. შემდეგ კი იქნება გასაუბრება. 9 მაისისთვის გამარჯვებულები სამუშაოს შეუდგებიან. კონკურსი ყოველწლიურად ტარდება, გასულ წელს 100 მაშველი შევარჩიეთ, წელს კი ტურისტული ზონების ზრდასთან დაკავშირებით კიდევ 20 თანამშრომელს ავიყვანთ და, საერთო ჯამში, 120 ადამიანს დავასაქმებთ”, – განაცხადა მამუკა თურმანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები