ირაკლი კობახიძე: ახალი კონსტიტუციით სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი აღარ არის

ახალი კონსტიტუციით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის შეძენა საქართველოს მოქალაქობის დაკარგვის საფუძველი აღარ არის,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებით, ახალი კონსტიტუციით გათვალისწინებული რეგულაციები მომავალი წლის ნოემბრის ნაცვლად, გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება.

კობახიძის ინფორმაციით, საყოველთაო-სახალხო განხილვების დროს შეთავაზება იყო, რომ შესაბამისი ნორმა უფრო ადრე ამოქმედდეს, ვიდრე სხვა რეგულაციები.

„კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს შესაბამისი ჩანაწერი ემატება და როგორც კი ცვლილებები გამოქვეყნდება, მოქალაქეობის თაობაზე ნორმა ამოქმედდება ”, – დასძინა სპიკერმა.

პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი კონსტიტუციით, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. ამასთან, კონსტიტუციაში დაკონკრეტდა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი ორგანული კანონით განისაზღვრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები