ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა „ზესტაფონს“ ვიცე – ჩემპიონობა მიულოცა
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერი კახაბერ მახათაძე „ზესტაფონის“ ჩვიდმეტწლამდელთა საფეხბურთო კლუბის ფეხბურთელებს შეხვდა და მათ „ოქროს ლიგის“ გათამაშებაში ვიცე – ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მიულოცა.
„საამაყოა ზესტაფონისთვის, რომ გუნდმა ვიცე – ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ეს გამარჯვება დარწმუნებული ვარ, ღირსეული ბრძოლის გარეშე ვერ შედგებოდა. ვულოცავ ფეხბურთელებს და მთელ გუნდს ამ დიდ წარმატებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ გვერდით დავუდგეთ საფეხბურთო კლუბს, რათა კიდევ არაერთი გამარჯვების მომსწრენი გავხდეთ“,-აღნიშნა კახაბერ მახათაძემ.
შეხვედრისას ს/კ „ზესტაფონის“ პრეს-სამსახურის უფროსმა, სერგო ფუტკარაძემ, გუნდის სახელით, კახაბერ მახათაძეს სამახსოვრო მაისური გადასცა, მუნიციპალიტეტის მერმა კი, ფეხბურთელებს წმინდა გიორგის ხატი უსახსოვრა. ფეხბურთელებთან შეხვედრა საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, კობა გოჩალეიშვილის ინიციატივით შედგა.