გორში სკვერებსა და გამწვანებულ სივრცეებში არსებული ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს
გორში სკვერებსა და გამწვანებულ სივრცეებში არსებული ინფრასტრუქტურის განახლება მიმდინარეობს. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასევე გაიწმინდა სანიაღვრე არხები და ჭები. მოირეცხა მიწისქვეშა გადასასვლელები და შადრევნის აუზები.