ზელენსკისა და მაკრონის შეთანხმება: პრეზიდენტებმა თავდაცვის სფეროში სტრატეგიულ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინის გაძლიერებას ითვალისწინებს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დოკუმენტი მოიცავს უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით ერთობლივ ნაბიჯებს, თანამშრომლობას სამხედრო-ტექნიკური სფეროში და საფრანგეთის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებას.

მაკრონმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემებისა და თვითმფრინავების შეძენის შესახებ დადებული ხელშეკრულება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გააძლიერებს.

დეკლარაცია უკრაინას საშუალებას აძლევს, შეიძინოს სამხედრო აღჭურვილობა საფრანგეთის თავდაცვის სამრეწველო და ტექნოლოგიური ბაზიდან, მათ შორის 2035 წლისთვის Rafale F4 ტიპის 100 თვითმფრინავი უკრაინის საბრძოლო ავიაციისთვის, SAMP/T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები, საჰაერო თავდაცვის რადარები, ჰაერი-ჰაერი კლასის რაკეტები და საჰაერო ბომბები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები