ხონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის ქალი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა, ჯერ თხრილში ჩავარდა, შემდეგ კი ელექტრობოძს დაეჯახა.
როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.