გიორგი ვოლსკი – სტრუქტურულ ცვლილებებზე: რაც შეეხება ბიზნესომბუდსმენის სტრუქტურას, ბოლო პერიოდის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ეს ინსტიტუტი მართლაც მნიშვნელოვანია, საინტერესოა, მაგრამ მისი გავლენის რესურსი გაძლიერებას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი სტრუქტურულ ცვლილებებს ეხმაურება.

„ანტიკორუფციული ბიუროს შექმნასთან დაკავშირებით იყო ბევრი საუბარი, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობის გარკვეული ჯგუფის მიერ იყო განცხადებები გაკეთებული, რომ ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. გაკეთდა, მაინც გარკვეული კითხვები დარჩათ მათ, მის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. რა საკვირველია ეს ყველაფერი მოვიდა კონსტიტუციასთან შესაბამისობაში.

რაც შეეხება ბიზნესომბუდსმენის სტრუქტურას, ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში იგი უფრო ეფექტური იქნება. ბოლო პერიოდის გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ეს ინსტიტუტი მართლაც მნიშვნელოვანია, საინტერესოა, მაგრამ გაძლიერებას ითხოვს მისი გავლენის რესურსი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ანტიკორუფციული ბიურო, პერსონალურ მონაცემთა დაცვის და ბიზნეს ომბუდსმენის სამსახური უქმდება. 2 მარტიდან ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეითავსებს. ბიზნეს ომბუდსმენის სამსახური კი, პირველი იანვრიდან, ეკონომიკის სამინისტროს შემადგენლობაში გადავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები