ნინო წილოსანი: აუდიტის სამსახური, რომელიც კონსტიტუციით გაწერილი ინსტიტუციაა, საჯარო მმართველობის და ეფექტიანობის საკონტროლებლად ყველაზე რელევანტური ორგანოა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი საკანონმდებლო ცვლილებებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ანტიკორუფციული ბიურო გაუქმდება და მის ფუნქციებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეითავსებს.

„აუდიტის სამსახური, რომელიც კონსტიტუციით გაწერილი ინსტიტუციაა, საჯარო მმართველობის და ეფექტიანობის საკონტროლებლად არის ალბათ ყველაზე რელევანტური ორგანო, რომელიც უნდა დაინტერესდეს როგორც პარტიების ფინანსებით, ასევე თითოეული დეპუტატის თუ სხვა საჯარო მოხელის დეკლარაციებით“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები