ელგუჯა გოცირიძემ კიდევ ორ სტუდენტს სტიპენდია დაუნიშნა
თერჯოლისა და ტყიბულის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა ელგუჯა გოცირიძემ, სტიპენდია კიდევ ორ სტუდენტს, მარიკა ქარქაშაძესა და ზაზა ჯანგიანს დაუნიშნა.
მარიკა ქარქაშაძე და ზაზა ჯანგიანი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობენ, მაღალი აკადემიური მოსწრების წარჩინებული თერჯოლელი სტუდენტები, დეპუტატის სტიპენდიას, 1 წლის განმავლობაში ყოველთვიურად მიიღებენ.
„ვიმედოვნებ, რომ ფინანსურ წახალისებასთან ერთად, დანიშნული სტიპენდია ნიჭიერ ახალგაზრდებს კიდევ უფრო მეტ სტიმულს მისცემს და დაეხმარება მათ დასახული მიზნების მიღწევაში“, -აცხადებს დეპუტატი.