კობა გვენეტაძე: ველოდით, რომ შემოდგომაზე, არჩევნების შემდეგ, ლარი აუცილებლად გაუფასურდებოდა

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, მოლოდინი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ შემოდგომაზე, არჩევნების შემდეგ ლარი აუცილებლად გაუფასურდებოდა. აღნიშნულის შესახებ, გვენეტაძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ლარის კურსის გაუფასურების მიზეზებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ზუსტად ამის გამო დაიწყეს იმ ზომების განხორციელება, რაც ლარიზაციას შეეხება.
“მოლოდინი იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ლარი შემოდგომაზე აუცილებლად გაუფასურდებოდა, რომ არჩევნების შემდეგ აუცილებლად გაუფასურდებოდა. გარდა ამისა, მეზობელ ქვეყნებსაც უნდა შევხედოთ. თურქულ ლირას თავისი ისტორიული მინიმუმი ჰქონდა, დაახლოებით, ორი კვირის წინ. ესეც არის გარკველწილად იმის მოლოდინი, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

მისი თქმით, თუ შევხედავთ იმ საგარეო ფაქტორებს, რომელიც დღესდღეობით გვაქვს, არის გაუმჯობესება.
„როგორც წესი, როდესაც ჩვენ გვინდა დავადგინოთ, თუ რა მოუვიდა ვალუტას, უნდა შევხედოთ საგადასახდელო ბალანსს. ეს არის საკმაოდ ბევრი ინფორმაციის კრებული და როგორც წესი, კვარტლის ბოლოს ხდება ინფორმაციების მიღება. დღესდღეობით რასაც ვუყურებთ, ერთადერთი მიზეზი, რომელსაც ვხედავთ, არის მოლოდინები. მაგალითად, ნოემბერში გვქონდა იმპორტის ზრდა. საბოლოოდ, ამასთან დაკავშირებით, პასუხის მოცემა შესაძლებელი იქნება კვარტლის ბოლოს, როდესაც მთელი ეს ინფორმაცია შეგროვდება, როდესაც მე-4 კვარტლის საგადასახდელო ბალანსს დავდებთ. მიუხადავად დიდი სურვილისა, დღეს შეუძლებელია ჩავშალოთ, თუ რატომ მოხდა ეს“, – განაცხადა გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები