ვახტანგ გომელაური ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით ნდობის ჯგუფის წევრებს შეხვდება

დღეს, თბილისში, გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრა 21:00 საათისთვის არის ჩანიშნული.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ნდობის ჯგუფის წევრებს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური შეხვდება.
შეხვედრაზე მიწვეული არიან უწყების სხვა პასუხისმგებელი პირები.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა. სპეცოპერაცია სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ჩაატარა. ოფიციალური მონაცემებით, ლიკვიდირებულია სამი პირი, მათ შორის არის აჰმედ ჩატაევი. სპეცოპერაციის დროს დაიღუპა სუს-ის ერთი თანამშრომელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები