„ყველა, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდა ან რაიმე შემხებლობა ჰქონდა, უმკაცრესად, ობიექტურად და სამართლიანად დაისჯება“

“ყველა, ვინც ამ დანაშაულში მონაწილეობდა ან რაიმე შემხებლობა ჰქონდა, უმკაცრესად, ობიექტურად და სამართლიანად დაისჯება”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების საკითხზე განაცხადა.

მინისტრმა შესაბამისი კომენტარი ცოტა ხნის წინ ჟურნალისტებთან გააკეთა.

„მინდა გამოვეხმაურო იმ აზრთა სხვადასხვაობას და ერთმნიშვნელოვნად ლოგიკურად დასმულ შეკითხვებს, რომლებიც გამოიწვია ერთ-ერთი მოწმის მამის მთავარ პროკურატურაში მუშაობის საკითხმა. მინდა აღვნიშნო, რომ ამ ლეგიტიმურ შეკითხვებს პროკურატურამ პასუხი უკვე გასცა და ჩვენი ინფორმაციით, ამ ადამიანმა მის მიერ დაკავებული თანამდებობა თავისივე სურვილით დატოვა, რამეთუ არ მოხდეს სხვადასხვა სახით ინტერპრეტაციები. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ობიექტურობისა და სამართლიანობის ხარისხი მსგავს თემებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელით, მინდა დავარწმუნო საზოგადოება, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით, დეტალები უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული და ყველა ის ადამიანი, ვინც პირადად იღებდა მონაწილეობას ამ დანაშაულში ან რაიმე სახის შემხებლობა ჰქონდა ამ დანაშაულთან, უმკაცრესად ობიექტურად და რაც მთავარია, სამართლიანად იქნება დასჯილი“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები