საქართველოს შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი ეწვია

3-4 დეკემბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტი დორის ლოიტჰარდი ეწვია.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.
დორის ლოიტჰარდის მიღების ოფიციალური ცერემონია საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში ხვალ გაიმართება. საქართველოს და შვეიცარიის პრეზიდენტები გამართავენ შეხვედრებს, როგორც პირისპირ, ასევე, გაფართოებულ ფორმატებში.
ვიზიტის ფარგლებში, შვეიცარიის პრეზიდენტი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან.​

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები