შს მინისტრი ხორავას ქუჩაზე მომხდარ დანაშაულზე: 150–მდე ადამიანი დაიკითხა, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი ცოტამ გამოთქვა

შს მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 150–მდე ადამიანი დაიკითხა, თუმცა ცოტამ გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი. გახარიას თქმით, აღნიშნული რეალობა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.
„მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ამ პერიოდის განმავლობაში, დაკითხეს დაახლოებით 150 პირი – ესენი გახლდათ არასრულწლოვანების მშობლები, მათი ოჯახის წევრები, ასევე, მათი კანონიერი წარმომადგენლები – როგორც ფაქტი, მინდა დავაფიქსირო, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა ამ კონფლიქტთან, ამ ტრაგედიასთან დამოკიდებულებაში მყოფი ადამიანების ძალზე მცირე ნაწილმა. ეს არის ძალზედ სერიოზული პრობლემა და როგორც ჩანს, საზოგადოებაში დანაშაულის აღქმის პრობლემაა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ მიმართულებით ძალზე სერიოზული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რათა, პირველ რიგში, არასრულწლოვნებში დანაშაულის აღქმის სწორი, შესაბამისი პოზიციები არსებობდეს. სხვანაირად ჩვენ ვერ შევძლებთ არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენციას“, – განაცხადა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები