ახალციხეში საკრებულოს დეპუტატის მანქანასთან აფეთქება მოხდა
ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე, ახალაციხის საკრებულოში „ოცნების“ დეპუტატის, ამბარცუმ ბაბოიანის მანქანასთან აფეთქება მოხდა. თვითმხილველების თქმით, აფეთქების დროს მანქანასთან არავინ იყო, თუმცა ბაბოიანის მანქანასთან ახლოს კიდევ ორი მანქანა იდგა და მათ შორის ერთ-ერთი დაზიანდა.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც აფეთქებით სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.