თინა კლდიაშვილი – საქართველოში თექის აღორძინება მის სახელს უკავშირდება

24 იანვარს, 18 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმში აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის თინათინ კლდიაშვილის ნამუშევრების გამოფენა ,,ელეგია“ გაიმართება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თექასა და ბატიკაში შესრულებული, ერთი მხატვრული კონცეფციით გაერთიანებული ნამუშევრები. საქართველოში თექისადმი ინტერესის გააქტიურება თინა კლდიაშვილის სახელს უკავშირდება. მან საკუთარი სკოლა შექმნა და თექას ტანსაცმლისა და მისი აქსესუარებისთვის გამოსადეგი ფუნქცია მიანიჭა.1616250_694485133915985_436727428_n მისი სტუდენტები აქტიურად მუშაობენ ამ სფეროში და სხვადასხვა მხატვრულ ნამუშევარს ქმნიან. თბილისის მოდის კვირეულზე მყოფი ცნობილი კრიტიკოსი ბეს არნოლდი თინათინ კლდიაშვილის ნამუშევრებზე წერდა: ,,ეს საოცარი ქსოვილი სასწრაფოდ უნდა ნახოს მსოფლიომ”. თინა კლდიაშვილმა სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა, ქსოვილების მიმართულებით. პარალელურად, სისტემატურად მონაწილეობდა სხვადასხვა გამოფენაში. მისი პირველი პერსონალური გამოფენა 1998 წელს თბილისის ისტორიის მუზეუმში გაიხსნა. თინა კლდიაშვილი ფერწერასა და გრაფიკაშიც მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები