მიხეილ ჯანელიძე იენს სტოლტენბერგს შეხვდება

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 4-5 დეკემბერს სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში მიემგზავრება, სადაც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას.
როგორც „კვირას“სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრას გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, რექს ტილერსონთან და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
ნატოს მინისტერიალის ფარგლებში, გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა.
აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში კოლეგებთან შეხვედრისას და ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე განხილული იქნება, როგორც საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი, ასევე,  ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები