51-ე სკოლა განცხადებას ავრცელებს

51-ე საჯარო სკოლა ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცლებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
“თბილისის 51-ე საჯარო სკოლა თანაუგრძნობს გარდაცვლილების ოჯახს და მათთან ერთად ჭირისუფალია ამ დიდი ტრაგედიისა.

მიუხედავად იმისა, რომ თითოული მოსწავლე და პედაგოგი ღრმად დამწუხრებულია, სკოლა აქტიურად თანამშრომლობს გამოძიებასთან შემთხვევის პირველივე წუთებიდან.

ჩვენი დიდი ინტერესია, სწორად და სამართლიანად წარიმართოს პროცესები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებთ გარდაცვლილი ჩვენი საყვარელი მოსწავლეების ოჯახებს, თანაკლასელებს, მეგობრებს, მასწავლებლებს და მთელ საქართველოს”, – წერია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე გუშინ მოზარდებს შორის სისხლიან გარჩევას ორი მოზარდის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი ექიმების რამდენიმე საათიანი მცდელობის მიუხედავად რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები