მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა- რას აცხადებს დირექტორი

16 წლის მოზარდის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეა. ამავე სკოლის მოსწავლეა ის ახალგაზრდაც, რომელიც ამ დროისთვის მიმალვაშია.

ეს ინფორმაცია სკოლის დირექტორმა, ხათუნა ბარაბაძემ, არც უარყო და არც დაადასტურა.

„ვერანაირად ვერ გამოვრიცხავთ, იქ იმდენი ადამიანი ყოფილა, ვერ გეტყვით. სანამ არ შემატყობინებენ პოლიციიდან რაიმეს ან არ დამიბარებენ ან არ დამკითხავენ, ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაგიდასტურებთ, მქონდა მცდელობები, რომ რაღაცნაირად გაგვერკვია თუმცა ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით,-განაცხადა სკოლის დირექტორმა.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე გუშინ სისხლიანი გარჩევა ორი მოზარდის დაჭრით დასრულდა. ერთ- ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს. მისი გადარჩენა რამდენიმე საათიანი მცდელობის მიუხდავად ექიმებმა ვერ შეძლეს.
ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით შსს-მ 16 წლის მოზარდი ცხელ კვალზე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები