განათლების მინისტრის მოადგილე: რაც მოხდა, ყველას წილი პასუხისმგებლობაა

განათლების მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად დაღუპული მოსწავლეების ოჯახებსა და ახლობლებს თანაუგრძნობს. იგი მასწავლებლებსა და თანაკლასელებს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

“შეძრწუნებულები ვართ მომხდარით. ხორავას ქუჩაზე შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. ვუსამძიმრებთ და თანავუგრძნობთ ოჯახებს, მათ ახლობლებს, სკოლას, მთელ საზოგადოებას. რაც მოხდა, ყველას საერთო ტრაგედიაა, ამასთანავე, ყველას წილი პასუხისმგებლობა. ბავშვების სიცოცხლეზე ღირებული არაფერია. ყოველდღიურად მათი უსაფრთხოების დაცვა სკოლაში პედაგოგების, ადმინისტრაციის და მანდატურების ყველაზე მნიშვნელოვანი საზრუნავია და მომავალში კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა მივმართოთ ამ მიმართულებით. ოჯახთან ერთად, თუ ვინმეს სტკივა, სკოლას სტკივა – მასწავლებლებს, თანაკლასელებს. ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებთ მათ და მიუხედავად მძიმე ემოციური ფონის, ყველას მოვუწოდებთ გამოძიებასთან მაქსიმალური თანამშრომლობისკენ. ყველამ ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დეტალურად იქნეს გამოძიებული ეს ტრაგიკული შემთხვევა, დროულად იქნეს შეფასებული და გაანალიზებული, რათა შემდგომში თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიები” , – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ 51-ე სკოლის ორი მოსწავლე, ვერაზე, ხორავას ქუჩაზე გუშინ დაჭრეს. ერთი მათგანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, ექიმებმა მეორე მოსწავლის გადარჩენა ვერ შეძლეს, მას ძირითადი ორგანოები ჰქონდა დაზიანებული. მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები