რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი: ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მოსწავლე სისხლის შედედების დარღვევით, ე.წ. დევეეს სინდრომით გარდაიცვალა

„სამწუხაროდ, მიღებული ზომების მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა. განვითარდა ე.წ. დევეეს სინდრომი, რომელიც არის სისხლის შედედების ფაქტორების განლევა”,-ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ავთანდილ იმედაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სისხლის შედედება ვერ მოხერხდა, რომელიც ოპერაციის შემდეგ იყო გააქტიურებული.

„სამწუხაროდ, მიღებული ზომების მიუხედავად, პაციენტი გარდაიცვალა. განვითარდა ე.წ. დევეეს სინდრომი, რომელიც არის სისხლის შედედების ფაქტორების განლევა. ოპერაციის შემდეგ იყო გააქტიურებული აღნიშნული სინდრომი. ეს არის სისხლის შედედების დარღვევა, ანუ როცა ვერ ხდება სისხლის შედედება და მასიური სისხლდენაა. ეს ფაქტორი ჩვენთვის მოსალოდნელი იყო. ეს სინდრომი ვითარდება, როცა არის მასიური სისხლის დანაკარგი. ეს სინდრომი ვერ იქნა დაძლეული და პაციენტი გარდაიცვალა”, – განაცხადა იმედაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე დაჭრილი მეორე მოზარდი დღეს გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები