გმირთა მოედანზე Street Art-ი ​დასრულდა

Street Art-ი გმირთა მოედანზე დღეს დასრულდა. 2 დეკემბერს, 17:00 საათზე, დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნობა. თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისის მერის ინიციატივის ფარგლებში, გმირთა მოედანზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის აუთვისებელი ფრაგმენტის მოხატვაც დასრულდება.

მიწისქვეშა გადასასვლელის ერთ-ერთი ნაწილი ევროკომისიის პროექტის ფარგლებში, საქართველოში მყოფმა 30-მა უცხოელმა მხატვარმა მოხატა, რომლებმაც საქალაქო სამსახურთან თანამშრომლობით, სურვილი გამოთქვეს, თბილისის მერის ინიციატივას შეერთებოდნენ. ინიციატივის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართული „თბილსერვის ჯგუფი“ და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. პროექტის ფარგლებში, ახალგაზრდა მხატვრები ესკიზებს წარმოადგენენ, რომლის მიხედვითაც, მიწისქვეშა გადასასვლელების მოხატვა და საერთო იერსახის შექმნა განხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები