51-ე სკოლასთან დაჭრის ფაქტზე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და მისი ოჯახის წევრები დაკითხეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკოლოზ ვაჩეიშვილი და მისი ოჯახის წევრები 51-ე სკოლასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკითხეს, -ამის შესახებ თავად ვაჩეიშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.
ვაჩეიშვილის ინფორმაციით, ის რაც მოხდა წინასწარ დაგეგმილ შეხვედრას ჰგავდა.”დაახლოებით 15 იყვნენ. ეზოში უცბად ხმაური დაიწყო.გადავიხედეთ ეზოში და ყვირილი დავიწყეთ, მაგრამ ამ ბავშვებს არაფერი ესმოდათ ისე იყვნენ ჩართულები ამ ხელჩართულ ომში.შემდეგ დავინახეთ სისხლი.გარდაცვლილი ბიჭი ჯერ კიდევ ფეხზე იდგა და თვითონაც უკვირდა რომ ასეთი ჭრილობა ჰქონდა. ჩავირბინეთ ეზოში , შემდეგ პატრულიც გამოჩნდა და სასწრაფოც”-განაცხადა ვაჩეიშვილმა და დაღუპული მოზარდის ოჯახის წევრებს სამძიმარი გამოუცხადა.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, ხოლო მეორე რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები