პრეზიდენტი დაღუპული მოზარდის ოჯახს სამძიმარს უცხადებს

დღეს რეალობა ჩვენს ირგვლივ ტრაგიკულია,- აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 51-ე სკოლასთან მომხდარის კომენტარებისას გააკეთა.
პრეზიდენტმა დაღუპული მოზარდის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.
“ვუსამძიმრებ დაღუპული მოსწავლის ოჯახს და გამოვთქვამ იმედს, რომ არასდროს ამ რეალობის წინაშე, ჩვენი შვილების დაკარგვის წინაშე, ჩვენ არ დავდგებით, ან როდესაც დავდგებით, ვიქნებით ძლიერები, ვიქნებით ორგანიზებულები, ვიქნებით მზად, იმისთვის, რომ ეს ყველაფერი აღარ მოხდეს,-განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთ-ერთი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, მეორის გადასარჩენად კი ექიმები ამ დრომდე იბრძვიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები