პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძე აირჩია

პარლამენტმა 90-ხმით – ერთხმად, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ ევა გოცირიძე აირჩია. ევა გოცირიძე ლალი ფაფიაშვილის ადგილს დაიკავებს, რომელსაც უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა დეკემბრის ბოლოს ეწურება.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ, აღნიშნული კანდიდატურა, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების მიერ იქნა წარდგენილი, რომელსაც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე განხილვისას, სხდომაზე დამსწრე 11 წევრიდან, ყველამ ერთხმად დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები