თვითმხილველი: ხმაურზე რომ გავედი, ბავშვი უკვე უკანა ეზოში ეგდო და ფართხალებდა

“ხმაურზე რომ გავედი, ბავშვი უკვე უკანა ეზოში ეგდო და ფართხალებდა. დაჭრილი იყო, სისხლი მოსდიოდა, გადავუჭირეთ ქამარი, მეორე ჭრილობაზე ხელი დავაჭირეთ და კრიჭა გავუხსენით, გონებაზე არ იყო. “,-ამის შესახებ ერთ-ერთმა თვითმხილველმა, ინგა პატარქალიშვილმა 51 სკოლასთან, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დაპირისპირების შესახებ კომენტირებისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, დაჭრილს ერთი ბიჭი ადგა თავზე და ისიც ნაცემი იყო.
“ამდენი სისხლი რომ დაკარგა, უაზროდ აქნევდა ხელებს და ფეხებს. ერთი ბიჭი ადგა თავზე, ისიც ნაცემი იყო, ცხვირიდან სისხლი მოსდიოდა, ამხანაგი ვარო, თქვა”, – აცხადებს თვითმხილველი.
მეორე თვითმხილველის განცხადებით კი, მეორე დაჭრილი ახალგაზრდა გაიქცა და ქუჩაში დაეცა.
“დავინახე, რომ ერთი ბიჭი მოწყდა და დაეცა, სისხლი უკვე სახლიდანაც ჩანდა. ორი ბიჭი დაიჭრა, ერთი ბიჭი აქვე დავარდა, რომლიც მე დავინახე და მეორე გაიქცა. ალბათ ვერ იგრძნო, რომ დაჭრილი იყო და უკვე ქუჩაში დაეცა”,- განაცხადა თამუნა გოცირიძემ.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი დაჭრეს, მათგან ერთი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეორე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები