„ისლამური სახელმწიფოს“ ჩეჩენი მებრძოლი საქართველოში მოკლეს – მსგავსი სათაურით სტატიას “BBC” საკუთრ გვერდზე ავრცელებს

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრი აჰმედ ჩატაევი, სამ მებრძოლთან ერთად, 20 საათიანი სპეცოპერაციის დროს, თბილისში მოკლეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ დეენემის ტესტის მიხედვით, ჩატაევმა თავი აიფეთქა.
თურქეთის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ სტამბულის ტერაქტის ორგანიზატორი აჰმედ ჩატაევია.
ჩატაევი და მისი ორი თანამზრახველი, ქართველმა სამართალდამცველებმა, ალყაში მოაქციეს. ისინი მჭიდროდ დასახლებულ გარეუბანში მდებარე ერთ-ერთ კორპუსში იმყოფებოდნენ. პოლიციამ მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინა.
შეტაკების შედეგად, ერთი ქართველი სპეცრაზმელი გარდაიცვალა, 4 კი დაიჭრა.
ჩატაევი საქართველოში 2012 წელს ასაფეთქებელი ნივთიერების ფლობის გამო დააკავეს. თუმცა, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები