ზაზა სოფრომაძე: რომ არა პატრულის და სასწრაფოს ოპერატიულობა, ჩვენ დავკარგავდით მეორე მოზარდს
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძემ დაჭრილი მოზარდი რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოინახულა. როგორც მან მედიასთან განაცხადა, მდგომარეობა მძიმე და კრიტიკული რჩება, თუმცა, ექიმები იმედს არ კარგავენ.
“დაჭრილი მოზარდი კრიტიკულ მდგომარეობაში მოიყვანეს. მიყენებული აქვს რამდენიმე უმძიმესი ჭრილობა. ერთი სასწაული რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებმა უკვე მოახდინეს და სისხლდენის შეჩერება მოახერხეს. მდგომარეობა მძიმე და კრიტიკული რჩება, თუმცა, ექიმები იმედს არ კარგავენ და ბრძოლა მიმდინარეობს დაჭრილის გადასარჩენად. რომ არა პატრულის და სასწრაფოს ოპერატიულობა, ჩვენ დავკარგავდით მეორე მოზარდს,” – განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.
დღეს ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ორივე მათგანი 51-ე სკოლის მოსწავლე იყო. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.