იან კელი: არსებობს კონკრეტული კითხვები, როგორ აღმოჩდნენ სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირები საქართველოში
“არსებობს კონკრეტული კითხვები იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორ აღმოჩდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე”, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, იან კელიმ 22 ნოემბრის ანტიტერორისტულ სპეცოპერაციაზე კომენტარისას განაცხადა.
“დიდი ინტერესით ვაკვირდებით ამ პროცესს და ველოდებით შემდგომ ინფორმაციას. არსებობს კონკრეტული კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ აღმოჩდნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე. რაც შეეხება ჩვენს მონაწილეობას გამოძიების პროცესში, მოგეხსენებათ, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად, რაღაც კონკრეტულ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. გეტყვით იმას, რომ საქართველოს მთავრობის თხოვნით, ამერიკელი ექსპერტები ჩამოვიდნენ და ეხმარებიან გამოძიების პროცესში. ასევე, ჩვენი ინფორმაციით, დღეს გაიმართება პრესკონფერენცია სპეცოპერაციასთან დაკავშირებით და ჩვენ, რა თქმა უნდა, ინტერესით ველოდებით ამ ინფორმაციას”, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა.
შეგახსენებთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაცია 22 ნოემბერს ჩატარდა.