სუს-ი ადასტურებს, რომ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ლიკვიდირებული პირი, აჰმედ ჩატაევია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული ერთ-ერთი პირი აჰმედ ჩატაევია, – ამის შესახებ ცოტა ხნის წინ, სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული, დნმ-ის ანალიზის შედეგად დადასტურდა. როგორც ბრიფინგზე გაცხადდა, აჰმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნული, დნმ-ის ანალიზის შედეგად დადასტურდა. როგორც ბრიფინგზე გაცხადდა, აჰმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.
სუს-ის ინფორმაციით, სპეცოპერაციისას დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის ერთი წევრი, ხოლო სამი ლიკვიდირებულია. არსებული ინფორმაციით, დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არ იყვნენ საქართველოს მოქალაქეები.
ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, აჰმედ ჩატაევის ოჯახის წევრები საქართველოში არ იმყოფებიან.
ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, აჰმედ ჩატაევის ოჯახის წევრები საქართველოში არ იმყოფებიან.