აკაკი ზოიძე: სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანას დეკრიმინალიზაციაზე არცერთ შემთხევაში ლეგალიზაციას არ ნიშნავს

ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე დაწრმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანას მოხმარების პოლულარიზაციას ხელს არ შეუწყობს.
როგორც მან განმარტა, სასამართლოს გადაწყვეტილება არცერთ შემთხევაში ლეგალიზაციას არ ნიშნავს.
„ეს არ გახლავთ ლეგალიზაცია. დასჯადი რჩება მარიხუანას მოხმარება. ჩამოართმევენ, დააჯარიმებენ, 500 ლარს გამოუწერენ ჯარიმას ყველა შემთხვევაში, როდესაც ადამიანს ექნება მოწეული მარიხუანა. ასე რომ, პოპულარიზაციას ნამდვილად არ უწყობს ხელს. ერთადერთი, რაც საკონსტირუციო სასამართლოს განჩინებაში წერია და არის აბსოლუტურად სწორი, არის ის, რომ მარიხუანა ჯანმრთელობისთვის საზიანოა, მაგრამ საპატიმრო სასჯელი იმისთვის, რომ ადამიანმა გააკეთა არჩევანი და თავის ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა, არ არის მიზანშეწონილი და ვეთანხმები თავიდან ბოლომდე“, – განაცხადა ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა პირველ არხთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელი გადაწყვეტილებით საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანას მოხმარებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა გააუქმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები