ალი ბაბაევი: ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიზნით, მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელების ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარე ალი ბაბაევი თვლის, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხის მოგვარების მიზნით, მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ.
შესაბამისი განცხადება ბაბაევმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„საინფორმაციო საშუალებებიდან ყოველდღიურად ვგებულობთ, რომ „დაიღუპა სომეხი ჯარისკაცი, მოკვდა აზერბაიჯანელი“ _ მოვუწოდებ მხარეებს, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. ჩვენ მშვიდობა გვინდა კავკასიაში. მინსკის ჯგუფი 27 წელია ამაოდ ცდილობს კონფლიქტის მოგვარებას. მე არაერთხელ გამოვთქვი სურვილი, რომ შეგვიძლია მოეწყოს შეხვედრა საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელ და სომეხ მოსახლეობას შორის. არსებობს საქართველოს პარლამენტთაშორისი ურთიერთობის ჯგუფი. მათ შეუძლიათ შეხვედრის მოწყობა. ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც შეუძლიათ ამის ორგანიზება, მე მათ არაერთხელ შევთავაზე მსგავსი შეხვედრის მოწყობა. გულდასაწყვეტია, რომ საქართველოში მცხოვრები სომხებისგან ვერ მოვისმინე მსგავსი შეხვედრების მოწყობის ინიციატივა, ვიმედოვნებ, რომ ვითარება გამოსწორდება, ჩვენ უნდა ვეძებოთ პრობლემის მშვიდობიანად გადაჭრის გზები“, – აღნიშნა ბაბაევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები