გიორგი გახარია: უსაფრთხოების ზომები იქნება იმ დონეზე, რა დონეზეც საჭიროა გამოწვევებს ვუპასუხოთ, მათ შორის, ახალი წლის დღეებშიც

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ საახალწლო დღეებში უსაფრთხოების ზომებზე კომენტირებისას განაცხადა, რომ ყველაფერი იქნება იმ დონეზე, რა დონეც დღევანდელ გამოწვევებს შეესაბამება.
“ბოლო დღეებში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის შემდგომ, თბილისმა უმასპინძლა ძალიან სერიოზულ, საერთაშორისო დონის ღონისძიებებს. წარმოდგენილი იყო რამდენიმე ქვეყნის ხელმძღვანელი და მინდა გითხრათ, რომ ჩვენმა შესაბამისმა უწყებებმა, საკმაოდ მაღალი დონის კოორდინაციით, ძალიან კარგად გაართვეს თავი მსგავსი ღონისძიების ჩატარებას და ეს ასე გაგრძელდება. უსაფრთხოების ზომები იქნება, რა თქმა უნდა, იმ დონეზე, რა დონეზეც უნდა ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც დღეს გვაქვს, მათ შორის, საახალწლო დღეებშიც”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები