“პირველადი მონაცემებით, სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირები, საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ”

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, პირველადი მონაცემებით, ანტიტერორისტული სპეცოპერაციისას დაკავებული და ლიკვიდირებული პირები საქართველოში არალეგალური გზით შემოვიდნენ.
მისივე თქმით, უახლოეს დღეებში ყველა დეტალი იქნება გამოკვლეული. როგორც მან აღნიშნა, გარკვეული ვერსიები შესაძლოა გავრცელდეს, მაგრამ მას პირველად ესმის, რომ სპეცოპერაციისას მოკლულ ერთ-ერთ პირს, საქართველოს შეიარაღებული ძალების იარაღი ჰქონდა.
“ყველა დეტალი და ნიუანსი დღეის მდგომარეობით დგინდება. პირველადი მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო არალეგალური გზა. შესაბამისად, უახლოეს პერიოდში ყველა დეტალი იქნება გამოკვლეული და შესაბამისად, გექნებათ ყველა პასუხი.
​ასეთი ვერსიები შეიძლება ბევრი გავრცელდეს. ვიმეორებ, მთავარი ამოცანაა, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ბევრი კითხვის ნიშანია, მაგრამ ყველაფერს თავისი დოზა აქვს. მე ვფიქრობ, ბევრი კითხვა იყო, ბევრს პასუხი გაეცა და ახლა გამოძიება არის აქტიურ ფაზაში შესული. დაველოდოთ”, – აღნიშნა შს მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები