შს მინისტრი: ქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან კავშირი არ აქვს

შს მინისტრის, გიორგი გახარიას განმარტებით, ქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას, თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან კავშირი არ აქვს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“სრული პასუხისმგებლობით მინდა განგიცხადოთ, რომ ქობულეთში ჩატარებულ სპეცოპერაციას არანაირი კავშირი არ აქვს თბილისში ჩატარებულ ოპერაციასთან”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ქობულეთში ქალი დააკავეს. ამოღებულია დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები