ლუბლიანას ქუჩაზე სროლა იყო – არიან დაჭრილებიც
თბილისში, ლუბლიანას ქუჩაზე, რამდენიმე წუთის წინ სროლა იყო – არიან დაჭრილებიც. როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, ინციდენტი ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მოხდა.
ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილების შესახებაც. თუმცა, დადასტურებული ცნობა ამ ეტაპზე არ ვრცელდება.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 2 ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც “კვირას” სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, ინციდენტის შედეგად, დაჭრილია ორი მოქალაქე, ქალი და მამაკაცი. დაჭრილი ქალი ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსეს, მამაკაცი კი ე.წ. მიხაილოვის საავადმყოფოში. მათივე ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.