მამუკა მდინარაძე: ვიცოდით, რომ ნინო ლომჯარია იქნებოდა კრიტიკული და ასეთი სახალხო დამცველი სჭირდება ქვეყანას

„ვიცოდით, რომ ნინო ლომჯარია იქნებოდა კრიტიკული და ასეთი სახალხო დამცველი სჭირდება ქვეყანას“, – ამის შესახებ ფრაქცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ნინო ლომჯარიას სახალხო დამცველად არჩევის კომენტირებისას განაცხადა.
ამასთან, მდინარაძე დარწმუნებულია, რომ ნინო ლომჯარია პარლამენტის ნდობას გაამართლებს.
მდინარაძის განცხადებით, ეამაყება, რომ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ ერთ კანდიდატზე შეჯერდა. „გულწრფელად ვულოცავ ქალბატონ ნინოს და ვუსურვებ იყოს წარმატებული თავის საქმიანობაში. ის პროფესიონალი იურისტია, მან დაამტკიცა, რომ იმსახურებს ნდობას და დარწმუნებული ვარ გაამართლებს კიდეც ამ ნდობას. ვიცოდით, რომ ეს ადამიანი იქნებოდა კრიტიკული და ასეთი სახალხო დამცველი სჭირდება ქვეყანას. მეამაყება „ქართული ოცნების“ გუნდის, მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, შეჯერდნენ საერთო პოზიციაზე და შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისათვის, პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი აირჩია. ომბუდსმენის თანამდებობა, 5 წლის ვადით, ნინო ლომჯარიამ დაიკავა, რომელიც პარლამენტს უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა შესთავაზეს. ლომჯარიას არჩევა 96 ხმით, 5-ის წინააღმდეგ მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები