ნინო ლომჯარია: მოვუწოდებ ყველას, იყვნენ მაქსიმალურ კონტაქტზე სახალხო დამცველთან

მოვუწოდებ ყველას, იყვნენ მაქსიმალურ კონტაქტზე სახალხო დამცველთან. მე ვიქნები ძალიან გახსნილი მათთან – ამის შესახებ სახალხო დამცველის პოსტზე არჩეულმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ეს არის ძალიან დიდი პასუხიმგებლობა.
”ამხელა მხარდაჭერის მაჩვენებელი ჩემთვის, სიმართლე გითხრათ, მოულოდნელი იყო კრიტიკული შეფასებების ფონზე. მე მზად ვარ, რომ ყველა ადამიანთან, ვისაც კითხვები ჰქონდა, ვითანამშრომლო, მოვუსმინო მათ პრეტენზიებს და ვუპასუხო. მე შევუდგები საქმიანობას მას შემდეგ, რაც მოქმედ სახალხო დამცველს ამოეწურება უფლებამოსილების ვადა. პირველი რაც იქნება, გავეცნობი არსებულ ვითარებას აპარატში. მოვუწოდებ ყველას, იყვნენ მაქსიმალურ კონტაქტზე სახალხო დამცველთან. მე ვიქნები ძალიან გახსნილი მათთან. ძირეული ცვლილებები იქნება თუ არა, ამაზე მას შემდეგ ვისაუბრებ, რაც მივალ აპარატში და გავეცნობი მდგომარეობას. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პროფესიონალიზმი იყოს წინა პლანზე”,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გახდა. საქართველოს პარლამენტმა 96 ხმით 5-ის წინააღმდეგ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ წარდგენილ კანდიდატს დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები