იან კელი ვანო მერაბიშვილის საქმეს გამოეხმაურა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საქმეს გამოეხმაურა. კელის თქმით, აშშ არ არის ევროსასამართლოს წევრი, თუმცა დაინტერესებულია პარტნიორ ქვეყანაში სტაბილურობითა და კანონის უზენაესობის არსებობით.
“მოგეხსენებათ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ არის ევროსასამართლოს წევრი, თუმცა გეტყვით, რომ ჩვენ გვაქვს ინტერესი, ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა, კანონის უზენაესობა და კანონმორჩილობა, ასე რომ სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებ ამასთან დაკავშირებით”, – განაცხადა კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები