მიხეილ სააკაშვილი მის დაკავებას აანონსებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის, მისი დაპატიმრების ბრძანება გასცა.
„ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ პეტრო პოროშენკომ საბოლოოდ გადაკვეთა წითელი ხაზი და გასცა ბრძანება ჩემი დაპატიმრების შესახებ უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და ოდესაში რაღაც გამოგონილი საქმის გამო“, – აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, შესაბამისი დავალება პოროშენკომ გენერალურ პროკურატურას და უკრაინის უშიშროების სამსახურს მისცა, ახლა კი, მათ ეს ბრძანება 2-3 დღის განმავლობაში უნდა შეასრულონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები