„რომ არა დროში გაგრძელებული სპეცოპერაცია, შეიძლებოდა მშვიდობიან მოსახლეობაში ძალიან დიდი მსხვერპლი ყოფილიყო“

„რომ არა დროში გაგრძელებული ოპერაცია, რომელიც მჭიდროდ დასახლებულ პუნქტში ხორციელდებოდა, შეიძლებოდა მშვიდობიან მოსახლეობაში ძალიან დიდი მსხვერპლი ყოფილიყო – ამის შესახებ დეპუტატმა კობა ნარჩემაშვილმა თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ოპერაცია რომ დაჩქარებულიყო, მოსახლეობის გარდა, დიდი მსხვერპლი იქნებოდა თვით სპეცრაზმელთა რიგებშიც.
რაც შეეხება მსგავსი საკითხების გაშუქებას, ნარჩემაშვილის თქმით, როგორც პრესას, ასევე პოლიტიკოსებს, მეტი პასუხისმგებლობა მართებს, ვინაიდან საქმე ეხება საზოგადოების უსაფრთხოებას, რომელსაც არა აქვს პოლიტიკური კუთვნილება.
„უამრავი მოქმედებაა ჩასატარებელი, გვმართებს მოთმინება, უნდა ვაცალოთ საგამოძიებო ორგანოებს, სასამართლო ექსპერტიზის დასკვნებს და მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია მივცეთ შეფასებები“, – აღნიშნა ნარჩემაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები