“დღევანდელი ვიზიტი საქართველოსა და მოლდოვას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გაღრმავების საწინდარია”

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს 27 მოლდოვური კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.
პრემიერმა აღნიშნულის გამო, მადლიერება გამოხატა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრ პაველ ფილიპს, წარმომადგენლობით დელეგაციასთან ერთად, ვიზიტისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.
“ფორუმზე, რომელიც ჩვენ ამ ორი დღის განმავლობაში გავმართეთ, მოლდოვადან ჩამოვიდა წარმომადგენლობითი ბიზნესდელეგაციაც, რასაც ჩვენ მივესალმებით. 27 კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა თბილისის “აბრეშუმის გზის ფორუმს” – „ერთი სარტყელი – ერთი გზა“. ჩვენ მივესალმებით ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებას, კონკრეტულად – ამ განზომილებისა, რასაც ჰქვია ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები. დასასრულს, მსურს, გამოვთქვა დიდი იმედი, რომ დღევანდელი ოფიციალური ვიზიტი იქნება კიდევ ერთი საწინდარი საქართველოსა და მოლდოვას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისათვის, რისი მყარი საფუძველიც ნამდვილად არსებობს. წარმატებებს გისურვებთ, ძვირფასო მეგობარო და კიდევ ერთხელ მოხარული ვარ, რომ ეს ვიზიტი შედგა საქართველოში“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები